ქართველმა წყალშიმხტომელებმა მინსკში 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ქართველმა წყალშიმხტომელებმა მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრზე 80 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრები – თორნიკე ონიკაშვილი და სანდრო მელიქიძე. ქართველმა სპორტსმენებმა წყვილთა შორის 3 მეტრიდან სინქრონულ ხტომაში საუკეთესო შედეგი 338 ქულა დააგროვეს და ოქროს მედალი აიღეს.
ონიკაშვილმა პირველი ადგილი ინდივიდუალურ შეჯიბრშიც დაიკავა. 18 წლის სპორტსმენმა 3 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 354 ქულა მოიპოვა, რაც მისი პირადი რეკოდია. ამავე დისციპლინაში მეორე პოზიციაზე გავიდა სანდრო მელიქიძე. 1 მეტრიდან ხტომაში კი ონიკაშვილმა ვერცხლის მედალიც მოიგო.
ქართველ წყალშიმხტომელებს 2019 წელს წინ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ. მსოფლიო უნივერსიადა ივლისში ნეაპოლში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატს კი აგვისტოში კიევი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები