ვებგვერდი სესხების განულებასთან დაკავშირებით დღეს, 18:00 საათზე ამოქმედდება

საბანკო სესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში დღეს, 18;00 საითიდან ოფიციალური ვებგვერდი ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნული ინიციატივის ავტორმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თი-ბი-სი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბახტაძის თქმით, ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე, პერიოდულად მოხდება მოქალაქეების ამოღება ე.წ „შავი სიიდან“.
„ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება, სხვადასხვა პერიოდულობით, ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ „შავი სიიდან“, ჩვენი მოქალაქეების და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები