სახალხო დამცველი ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ზუგდიდი მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას დადებენ.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ ყოველმხრივ შევისწავლოთ. აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, ასევე საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამიტომ ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ოჯახის წევრებთან და მას შემდეგ, რაც მათგან ყველა საჭირო ინფორმაციას მივიღებთ, შევისწავლით და გვექნება შესაბამისი დასკვნა. ია კერზაიას წერილში, სავარაუდოდ, საუბარია პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნის დადგენაზე. ჩვენ, პირველ რიგში, გარემოებები უნდა შევისწავლოთ და შემდეგ გამოიკვეთება, რა ნიშნით დისკრიმინაციაზე იყოს საუბარი. ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა სახალხო დამცველისთვის,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, ია კერზაია ზუგდიდის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის კლი­ნი­კა­ში ინ­სულ­ტის შედეგად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ათავსეს. მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. კერზაიას შვილი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი თქმით, ხელისუფლება კერზაიაზე წინასაარჩევნოდ ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები