საშიში ნარკოტიკით ინტოქსიკაცია, სიმპტომები და რეკომენდაციები პრევენციისთვის – ნარკოლოგის განმარტება

ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანები, ახალგაზრდები ბრმად მოიხმარენ ამა თუ იმ ფსიქოაქტიურ ნივთირებას, – ამის შესახებ ნარკოლოგმა თათა ასათიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
თათა ასათიანი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რამდენიმე მოქალაქემ ინტოქსიკაცია მიიღო, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით – ფენტანილით.
როგორც ნარკოლოგი აცხადებს, რამდენიმე დღის წინ რეანიმაციაში 3 ახალგაზრდა შეიყვანეს, რომლებამც გაურკვეველი ფსიქოატრიური ნივთიერება შეიძინეს როგროც MDMA და მიიღეს.
„ჯერჯერობით, ექსპერტიზას არ დაუდია დასკვნა, თუ რა ნივთიერებებს შეიცავდა ეს ნარევი, რის შედეგადაც მათი მდგომარეობა დამძიმდა. ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანები, ახალგაზრდები ბრმად მოიხმარენ ამა თუ იმ ფსიქოაქტიურ ნივთირებას. შესაძლებელია ეს ნარევი შეიცავდეს ფენტალინს. ეს არის სინთეზური ოპიოიდი, რომელიც არის უძლიერესი, ჰეროინზე 50-75 -ჯერ, მორფინზე კი 100-ჯერ ძლიერი. მისი თერაპიული დერეფანი არის ძალიან მცირე, ანუ ეიფორიის გამომწვევსა და ზედოზირების გამომწვე დოზას შორის განსხვევება ძალიან პატარაა. აქედან გამომდიანრე დოზირების დაცვა ძალიან ძნელია, პრაქტიკულად, შეუძლებელი და უხშირეს შემთხვევაში, ვითარდება ზედოზირება. უფრო მეტად გასაგები რომ იყოს, გეტყვით, რომ ჰეროინის ეფექტური დოზა განისაზღვრება მილიგრამებით, ხოლო ფენტალინის მიკროგრამებით. მოგესხენებათ, 1 მილიგრამი 1000 მიკროგრამს შეიცავს და აქედან გამომდინარე, თავად გამოიტანეთ დასკვნები“, – განაცხადა თათა ასათიანმა.
მისი თქმით, ფენტალინის დიდი რაოდენობა ჩინეთის ლაბორატორიებში იწარმოება და იქიდან სხვადასხვა ქვეყნაში ვრცელდება.

„მათ შორის საქართველოშიც შემოვიდა ბოლო პერიოდში. ნარკოდილერები ხშირად ჰეროინს უმატებენ ფენტალინს კომერციული მიზნებიდან გამომდინარე. ფენტალინი გაცილებით უფრო იაფია, უფრო მეტად ხანმოკლე მოქმედებისააა, აქედან გამომდინარე ადამიანი იძულებულია უფრო დიდი დოზით მოიხმაროს ეს ნარევი. გარდა ფენტალინისა, არის სხვა სინთეზური ოპიოიდებიც, რომელიც არის ფენტალინის ანალოგი“, – განაცადა ასათიანმა.
მისი თქმით, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის ეს ნარკოტიკი და რა რისკებთანა არის დაკავშირებული მისი მოხმარება.
„სინთეზური ოპიოიდების შემცველი ნარევის მიღების შემთხვევაში, ადამიანს აღენიშნება მიდრეკილება ძილიანობისკენ, ადგილი აქვს არტერიული წნევის დაქვეითებას, ბრადიკარდიას, კრუნჩხვებს, გუგების განსაკუთრებულ შევიწროებას. შემდეგ ვითარდება სუნთქვის დაქვეითება, კომატოზური მდგომარეობა. სამწუხაროდ, ლეტალურად მთავრდება, თუ ადეკვატური დახმარება არ იქნება გაწეული.
რაც შეეხება დახმარებას – პირველ რიგში, საჭიროა, საზოგადოების ინფორმატიულობის ამაღლება იმის შესახებ, თუ რა არის ეს ნარკოტიკი, რა რისკებთან არის დაკავშირებული მისი მოხმარება. ამის შემდეგ ადამიანმა თავად განსაზღვროს, გაწევს თუ არა ამ რისკს.
მეორეს მხრივ, დახმარება მოიცავს იმ ფაქტორს, თუ უკვე დადგა გართულება ადამიანები როგორ უნდა მოიქცნენ – ადამიანებს უნდა ვასწავლოთ პირველადი დამხარების გაწევა, რაც ძალიან შეამცირებს ნარკოტიკით გამოწვეულ ზიანს. ადამიანი ამ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ მარტო, არ უნდა მივცეთ დაძინების საშუალება, აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დამხარების ბრიგადა, რათა კვალიფიციური დახმარება გაუწიონ ადამიანს. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ოპიოიდების ანტაგონისტი ნალოქსონი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში დეფიციტურია. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ კანონით სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ ევალება პატრულის გამოძახება“, – განაცხადა თათა ასათიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები