მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგან ბადის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას.
შედეგად, 20კგ სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის 9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები