გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის.
როგორც გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მას და პრეზიდენტს ხშირად, სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად, ხელი არ შეუშლია.
„ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი.
როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები