თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონში, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების, წყალსადენის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, შუშისა და კუპატაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დემეტრე თავდადებული ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირისა და მოსკოვის გამზირის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გოგოლაურისა (ნაწილობრივ) და დიდუბის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გოგოლაურისა (ნაწილობრივ) და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პაატა სააკაძის, ასპინძის, ბოდავის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ნინო და კალისტრატე სალიების, ძეგავის, გუმათის, ახუთისა და ლამის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები