კახა კახიშვილი ინაუგურაციის დღეს დაანონსებულ აქციაზე: ვიმედოვნებ, ყველაფერი ყოველგვარი ექსცესების გარეშე დასრულდება

იმედს ვიტოვებ, ყველაფერი დასრულდება ყოველგვარი ექსცესების გარეშე დღეს- ამის შესახებ ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კახა კახიშვილი ოპოზიციის მიერ ინაუგურაციის დღეს დაანონსებულ აქციებს გამოეხმაურა.
“თუ ეს პროტესტი არ იქნება წინააღმდეგობაში სხვადასხვა კანონმდებლობასთან, რომელიც ზღუდავს იმ მოქმედებებს, რომელიც არ არის დაშვებული, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. იმედს ვიტოვებ, ეს ყველაფერი დასრულდება ყოველგვარი ექსცესების გარეშე”,- განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები