გიორგი მიქაუტაძე: არ მახსოვს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებზე არასამთავრობო სექტორს ასეთი ინტერესი გამოეხატოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურები იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებაში არ შედიოდა, მას შემდეგ კი, რაც ეს გახდება საბჭოს უფლებამოსილება, რეგულაციები ევროსტანდარტებთან შესაბამისი იქნება.
„პროცედურები არ არსებობდა წლების განმავლობაში და დღემდე არ არსებობს. ეს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს და მე არ მახსოვს, იმავე არასამთავრობო სექტორს ასეთი ინტერესი გამოეხატოს ადრე, როდესაც მართლა ყველანაირი პროცედურის გარეშე, ერთი პირის მიერ ხდებოდა დანიშვნები. მას შემდეგ, რაც ეს გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, პროცესები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, რეგულაციები ევროსტანდარტებთან შესაბამისი, რომლის მიხედვითაც მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა და წარდგენა საქართველოს პარლამენტში. ამის შედეგად ბევრად უფრო კვალიფიციურ პროცესს მივიღებთ”,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები