სალომე ზურაბიშვილი: ზურაბ ჟვანიას კარგად ესმოდა, როგორ უნდა გაძლიერებულიყო სახელმწიფო

ზურაბ ჟვანია ორი ნიშნით იყო გამორჩეული, პირველი, ეს იყო სახელმწიფოებრიობა და მეორე – ევროპულობა, – ამის შესახებ საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელსაც დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა.
„ზურაბ ჟვანია ორი ნიშნით იყო გამორჩეული. პირველი, ეს იყო სახელმწიფოებრიობა. მას კარგად ესმოდა, რას ნიშნავს და როგორ უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო. რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ პარტიულ წყობაზე, არამედ მთავარია სახელმწიფოებრიობის სხვა კონცეფცია, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს. მეორე კი, იყო ევროპულობა. ზურაბ ჟვანია იყო ევროპელი მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო ევროპულ გზაზე დამდგარი ისე მყარად, როგორც დღეს. მას კარგად ესმოდა, რა იყო ევროპულობა“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავი სალომე ზურაბიშვილმა ყვავილებით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები