სალომე ზურაბიშვილი: კახიშვილი, სავარაუდოდ, დღეს ისაუბრებს ინაუგურაციის დეტალებზე

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები დღეს გახდება ცნობილი.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ინაუგურაციის სამზადისი წესების მიხედვით მიმდინარეობს.
„ჩვენ მივყვებით ყველა იმ წესს, რაც უნდა დავიცვათ ინაუგურაციის დროს და იმ ლოკაციებს, რაც უნდა შედიოდეს ინაუგურაციის ცერემონიაში. კახი კახიშვილი სავარაუდოდ დღეს ბრიფინგს გამართავს და რა დეტალებიც იქნება საჭირო, ისაუბრებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები