გიორგი მარგველაშვილი: ჩემ მიმართ არანაირი შანტაჟის მცდელობა არ ყოფილა

ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე, რაც მიმდინარეობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, კომენტარი და შეფასება მქონდა გაკეთებული, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე სკანდალური შეწყალების გამოცხადებას აპირებდა, სიძის დაკავებით დააშანტაჟეს და მინდია გოგოჭურის თავისუფლება გიორგი მარგველაშვილის დუმილში გაცვალეს.
მისივე თქმით, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან, ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი გარიგება არ არსებობს.
„მინდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ არანაირი მცდელობა შანტაჟის ჩემ მიმართ და, ბუნებრივია, არანაირი გარიგებაც ამ მიმართულებით არ ყოფილა. ასე ვთქვათ, გემოვნების საკითხია, თუ ვინ როგორ ხედავს ამ საკითხს. მე ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე, რაც მიმდინარეობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, კომენტარი და შეფასება მქონდა გაკეთებული, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, მინდა იცოდეს საზოგადოებამ – არანაირი მცდელობა იმის, რომ ვინმეს შანტაჟი მოეხდინა არ ყოფილა და არც არანაირი გარიგება არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები