„პარაგრაფში“ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების” გასვლითი სხდომა გაიმართა

8-9 დეკემბერს სასტუმრო „პარაგრაფში“ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების „ გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას გაერთიანების წევრებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც ესწრებოდნენ.
სხდომაზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2019 წლის მანძილზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. მათ შორის უმნიშვნელოვანეს საკითხად კვლავ რჩება უწყვეტი პროფესიული განათლების , კლინიკური რეცენზირების, კლინიკური მდგომარეობის მართვის პროტოკოლების განახლებისა და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი.
სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხედვა სამედიცინო ადამიანური რესურსის განვითარებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ ამ დროისათვის 44 მდე პროფესიულ დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები