ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია გარდაიცვალა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია გარდაიცვალა. ია კერზაია კვირაზე მეტია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კერ­ზა­ი­ას შვი­ლი ბა­ჩა­ნა შენ­გე­ლია დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლას უკავ­ში­რებ­და, რო­მელ­საც, მისი მტკი­ცე­ბით, კერ­ზა­ია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გა­ნიც­დი­და.
ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხურ­მა სკო­ლა გა­სუ­ლი თვის შუა რი­ცხვებ­ში შე­ა­მოწ­მა და დას­კვნა­ში რამ­დე­ნი­მე დარ­ღვე­ვაც და­ა­ფიქ­სი­რა, რო­მე­ლიც სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს გა­მო­უგ­ზავ­ნა.
თავად კერზაია ამბობდა, რომ გენ. ინსპექციის შესვლა, სკოლაში არჩევნებს უკავშირდებოდა.
სამეურვეო საბჭოს წევრი პედაგოგების თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბა გა­მოს­წო­რე­ბა­დი იყო და ისი­ნი დი­რექ­ტო­რის ამ მი­ზე­ზით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ და­ე­თან­ხმნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები