მცხეთასთან ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

მცხეთასთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. მომხდარის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს მძღოლის სამძებრო სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები