ქუთაისში, ექიმ-ფსიქიატრმა ძაღლთან ერთად მღვიმე აღმოაჩინა(ფოტოკოლაჟი)

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივმა მცხოვრებმა, პროფესიით ფსიქიატრმა ვახტან სიხარულიძემ საკუთარ ძაღლთან ერთად რამდენიმე დღის წინ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლად არის სტალაქტიდები და სტალაგმიტები.
სპეციალისტების აზრით, მღვიმე შესაძლოა 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს.
6 დეკემბერს, მღვიმე სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა დაათვალიერს და მისი შესწავლა დაიწყეს. როგორც მათ განაცხადეს, მღვიმე უნიკალურია.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ახლადაღმოჩენილი მღვიმე არაა 30-50 ათასი წლისწინანდელი, არამედ შესაძლებელია უფრო ადრინდელიც იყოს.
მათ მიაჩნიათ, რომ მღვიმე ქვედა ცარცულ პერიოდს მიეკუთვნება. ქვედა ცარცული პერიოდი კი დაახლოებით 100-150 მილიონი წელია. სტალაქტიტების წარმოსაქმნელად ათეული ათასი წელი ძალიან ცოტაა – აცხადებენ სპეცილისტები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები