მომღერალი, რომელიც მხოლოდ სამი სიმღერით გახდა პოპულარული

გოჩა ლორია,- ცნობილი მომღერალი, რომელიც მხოლოდ სამი სიმღერით გახდა პოპულარული. თავის დროზე, ის ანსამბლებში: ,,რერო“ , ,,75“ და “ივერია“ მღეროდა. დღეს მომღერალი მოსკოვში გამგზავრებას და ქართულ ელიტარულ კლუბში მოღვაწეობას აპირებს.
– ბატონო გოჩა, რამდენადაც ვიცი, ბავშვობიდან მღერით… 10362468_750213345009830_979930105_n
— სიმღერას ყოველთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაყავდით. სკოლაში, საერთოდ, პირველი ვიყავი, რადგან კარგად ვმღეროდი, ამიტომ ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი. 1965 წელს, როცა მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, ჯარში წამიყვანეს, იქიდან კი ბრტყელტერფიანობის გამო გამომიშვეს. თურმე, თავის დროზეც არ უნდა გავეშვი ჯარში. მატარებელში რომ ვიყავი, იქ ერთი ჯგუფი მგზავრობდა და მათ მივეჭერი, გიტარა გამოვართვი და სიმღერა დავიწყე. ისინი გაოგნდნენ, თურმე ეს ფილარმონიის ერთ-ერთი მაგარი ჯგუფი ყოფილა. მე მაშინ თავი გადახოტრილი მქონდა. მკითხეს, ვინ ხარ და აქ რას აკეთებო? ვუთხარი, ვინც ვიყავი და მაშინ ხელმძღვანელს დაუძახეს და მთხოვეს, აბა, კიდევ ერთხელ იმღერეო. გადაირია ის ხელმძღვანელი, ჩამომიყვანეს მატარებლიდან, ანუ მომხსნეს და პირდაპირ ფილარმონიაში წამიყვანეს. ეს ანსამბლი როკს მღეროდა, მე კი ცოტა ლირიკულ სიმღერებს ვასრულებდი. ეგრევე გავხდი ფილარმონიის მომღერალი, მერე ერთი წელი ვიმუშავეთ და ის ჯგუფი დაიშალა. ამ ჯგუფის რეპერტუარში ხმაში გაკეთებული ქართული სიმღერები შევიტანე. ეს სიმღერები ძალიან მოსწონდათ. როსტოვში კვების ინსტიტუტში ჩავაბარე და პარალელურად ისევ ვმღეროდი. მაშინვე გავარდა ხმა, ქალაქში ასეთი კარგი მომღერალიაო და უკვე ყველა მცნობდა. ერთხელაც ადგილობრივ რესტორანში მოვხვდი და იქაც ვიმღერე, ისე მოეწონათ, რომ იქ სიმღერა შემომთავაზეს. მე ხელფასზე დაველაპარაკე, რადგან თან ვსწავლობდი და ამიტომ საარსებო სახსრები მჭირდებოდა. ასე მითხრეს, რომ ჩვენზე მეტი ხელფასი გექნებაო. რესტორნის დირექტორმა მაშინვე მიცნო, რადგან იმ ქალაქში პოპულარული ვიყავი. რუსეთში მაშინ რესტორანი პრესტიჟული იყო, იქ 2 წელი ვიმუშავე.
…და ერთ მშვენიერ დღეს როსტოვში ქართული კოლექტივი ჩამოდის…
– როსტოვში ჩამოვიდა ანსამბლი “რერო“ და როგორ შეიძლებოდა, რომ მე მის კონცერტზე არ წავსულიყავი?.. კონცერტის შემდეგ ბიჭებმა მთხოვეს, სადღაც უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთო, მე კი სუფრა მზად მქონდა და ჩემი ბიჭები უკვე მზად იყვნენ. აი, მაშინ რომ დავჭექე, პევზნერმნა მითხრა, რამდენიმე ხნის მერე შენ საქართველოში უნდა ჩამოხვიდეო. წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩამოდიხარ და უკვე ძალიან პოპულარული ანსამბლის სოლისტი ხდები. იქ იყვნენ ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორიც არიან: თემურ ცაგურია, ბუბა კიკაბიძე… მოკლედ, ძლიერი კოლექტივი შეიქმნა. ჰოდა, “რეროში“ მთავარი სოლისტი გავხდი. გამოცდილება უკვე მქონდა და კონცერტს ჩემი სიმღერით მთავრდებოდა.
– ბატონო გოჩა, თუ არ ვცდები, ამის შემდეგ ანსამბლი “75“ იყო?
– ეს გაჩეჩილაძის ჩამოსვლის წინა პერიოდია, როცა “რერო“დაიშალა. თბილისში მაშინ სანაპიროზე პოპულარული რესტორანი “არაგვი“ იყო და მუშაობა იქ დავიწყე. ერთ დღეს ჩვენთან რობერტ ბარძიმაშვილი, რომა რცხილაძე, უჩა კორძაია და აჩიკო სიმონიშვილი მოვიდნენ. რცხილაძემ მითხრა: შენ ჩვენთან უნდა წამოხვიდეო, მაშინ ისინი გემზე მიდიოდნენ. სხვათა შორის, პირველი როკ-ოპერა “რომეო და ჯულიეტა“ რობერტ ბარძიმაშვილმა დადგა. საერთოდ, ნიჭიერი ადამიანი და ყველაფერ ახლის დამწყები იყო. მერე “ორერასა“ და რობერტს შორის რაღაც კამათი მოხდა, მახსოვს, ჩემი 5 -კაპიკიანი – ,,არიოლი რეშკა“ ააგდეს, რის შემდეგაც რობერტს აპარატურა დარჩა, მათ – ანსამბლის სახელი.10405819_1442116066036871_2000478250_n
– ანსამბლ “ 75“- ში ყოფნის დროს თქვენი სავიზიტო ბარათი იყო სიმღერა ,,დრო სათაყვანო“…
– სხვათა შორის, მე მხოლოდ სამი სიმღერით გავხდი პოპულარული: “დრო სათაყვანო“, მიუზიკლ ,,ჩხიკვთა ქორწილში“ ყვავის სოლოთი და ,, ჩურჩულები“.
– ვიცი, რომ “ჩხიკვთა ქორწილში“ 1500 სპექტაკლი ითამაშეთ.
– დღეში სამჯერ 3 წელი ცოცხლად ვმღეროდით. 3 წელი ყვავის პარტიას ვმღეროდი,- სხვა არაფერი მიმღერია.1999 -ში დავწერე სიმღერა “ჩურჩულები“, რომლის სიტყვები და მუსიკაც ჩემია. ეს სიმღერა გურამ მაკალათიამ იმღერა კარგად, მის მერე კი ოთო ნემსაძემ. მისი ნამღერიც ძალიან მომეწონა და ის 15 წელი უკვე მოდაშია, ცხოვრებისეული და ყველა დროს საჭირო თემაა. – თქვენს მერე მერაბ სეფაშვილმა შეასრულა ყვავის პარტია. – დიახ და ბუთხუზ ბასილაიამ დაუწერა მას, სპეციალურად მერაბისთვის რომ ყოფილიყო მორგებული, მაგრამ ხალხს კი მაინც ის პირველი შესრულება და პირველი ყვავი ახსოვს. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ფოთშიც ვიყავი და იქაური შემოქმედებითი ცხოვრება გავალამაზე. იმ ქალაქში ცნობილი მომღერლები ჩამყავდა.
– გაიხსენეთ ყველაზე დიდი ჭორი რაც საკუთარ თავზე გსმენიათ?
-აი, მაგალითად ქურდებთან მეგობრობსო.. – დღეს თქვენ სხვა გეგმები გაქვთ და მოსკოვში აპირებთ გამგზავრებას… – დიახ, მოსკოვში ქართველების საკმაოდ დიდი დისპორაა და იქ ვაჟა – ფშაველას “ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით ,,ბეარს ფართი“ უნდა დავდგა. ჩვენი ქართული კულტურა უნდა გავიტანო და პოპულარიზაცია გავუწიო. – როცა დრო სათაყვანო გადის, რა რჩება ცხოვრებაში? – დრო რომ გადის? მოგონებები რჩება… ბოლოს ძალიან გთხოვთ, ერთი სათქმელი მაქვს, მინდა ჩვენს ქართველ მამაკაცებს მივმართო, რომ ნუ გაუშვებენ ცოლებს უცხოეთში, ნახევარი საქართველო გასულია უკვე და ეს საშინელებაა? იტალია, ესპანეთი სხვა ქვეყანები სავსეა ქართველი ემიგრანტებით. ყველა სამშობლოში დაბრუნდეს,- აი ეს ოცნება მაქვს…

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uEgDwDWTGh4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები