საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების თემაზე, სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში და მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე გამოთქვეს. პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის (E Pluribus Unum) მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა.
უწყების ცნობით, სემინარის ფარგლებში მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. ასევე, განიხილეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეები, ვადები, შეწყვეტისა და შეჩერების საფუძვლები და მოპოვებული მასალის განადგურების წესი. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ განხორციელებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, იმუშავეს გუნდურად და იმსჯელეს მომხსენებლების მიერ შეთავაზებულ კაზუსებზე.
ცნობისათვის, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები