ეკა ბესელია ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს: რა საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ან ამ მოთხოვნას უერთდებიან.
„ვსვამთ კითხვას, რა საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას? ხომ არ შეიძლება ეს მხოლოდ იმიტომ დადგეს დღის წესრიგში, რომ ასე სურთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი პარლამენტში? საითაც არის ეს მოთხოვნა მიმართული, ეს გასაგებია, მაგრამ რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, არსად არ ჩანს. რაიმე კითხვის ნიშანია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით? კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა? მე ამ კითხვებს ვსვამ და პასუხები ვერ მოვისმინე ვერც ერთი იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც ამ მოთხოვნას ან აყენებს, ან უერთდება. ჩემი პასუხი ამაზე იქნება ერთი, ვიდრე შევალთ ამ დისკუსიაში, მოთხოვნებთან ერთად მიუთითონ კონსტიტუციური საფუძვლები”, – აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები