„ეუთოს მინისტერიალზე, დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და შეწყვიტოს აგრესია“

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მილანში მიმდინარე ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ეუთოს მინისტერიალზე, რომელშიც 57 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და დელეგაცია მონაწილეობს, პრაქტიკულად ყველამ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მისი ინფორმაციით, მინისტერიალზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.
„კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და შეწყვიტოს აგრესია და დესტრუქციული ქმედებები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აქტუალურია და ჩვენ ვიყენებთ ამ და სხვა ფორმატს იმისთვის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ამ ყველაფრის მიმართ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და შეფასება”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები