ანრი ოხანაშვილი უკრაინის მოქალაქეების საქმეზე: ლეგიტიმურია ვიფიქროთ, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა?!

აპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოქალაქეების საქმიდან გამომდინარე კითხვები ჩნდება, ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.
„საუბარია უკრაინაში მებრძოლ პირებზე. ვიცით, რომ ოპოზიციის აქციები გაიმართა. საუბარია იარაღის უკანონო ფლობაზე. სერიოზული კითხვები ჩნდება, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყანაში რაიმე ფორმით, რაიმე სახის დესტაბილიზაციის მცდელობა?! ეს ყველაფერი განსაკუთრებული შესწავლის საგანია. დიდი ინტერესია, როგორც დეპუტატების მხრიდან, ასევე საზოგადოებისგან, რომ სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ პასუხი, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის დამთხვევა, თუ იკვეთება რაღაც სახის კონსპირაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სავალალო შედეგი მოეტანა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი საქართველოში ტურისტული მიზნით არ ჩამოსულა. ასევე ეს ხალხი არის ერთ-ერთი უკრაინული დაჯგუფების წევრები. გავიგეთ ისიც, რომ ამ ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდათ. ამ ფონზე, საქართველოში ოპოზიციის მოთხოვნები და აქციები იმართება. გავიგეთ ისიც, რომ სააკაშვილი ერთ-ერთ პირს შეხვდა. მთელი რიგი კითხვები ჩნდება – ეს ყველაფერი ხომ არ გვაძლევს საფუძველს, სავსებით ლეგიტიმურად ვიფიქროთ, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა. ყველა ამ საკითხს შესწავლა და რეაგირება სჭირდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები