სალომე ზურაბიშვილი: შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარანტი ჩვენ ვართ – ეს იდეა მსოფლიოში უნდა გავყიდოთ

საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ამერიკულ გამოცემა “The daily beast”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ მომავალ გეგმებზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვაზე გაამახვილა.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველა საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, პრეზიდენტს შემცირებული ძალაუფლება აქვს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მართვის საკმაოდ მტკიცე სტრატეგიული ხედვა გააჩნია.
“საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა, ასევე, გვსურს ნატო-ში გაწევრიანება და ამ ორგანიზაციის თავდაცვის სისტემის ნაწილად ყოფნა. ჩვენ არ ვართ რუსეთზე დამოკიდებულები, დღეს მსოფლიოში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ვითარება ირანიდან დაწყებული თურქეთითა და რუსეთით დამთავრებული. რეალურად, შავი ზღვის რეგიონში ჩვენ ვართ სტაბილურობის გარანტი – ეს იდეა კი მსოფლიოში უნდა გავყიდოთ”, – ამბობს ზურაბიშვილი გამოცემასთან ინტერვიუში.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მის გამარჯვებაში “ქართული ოცნების” წვლილზეც საუბრობს და ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ დიდი როლი ითამაშა, რომ ის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი დამოკიდებული იქნება ბიძინა ივანიშვილზე ან მის პარტიაზე.
“არჩევნების შემდეგ შევხვდი ბატონ ივანიშვილს და მან მე მითხრა, რომ მმართველ გუნდთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო”, – განაცხადა საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები