გრიგოლ ვაშაძე: ე.წ. ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაცია გაანიავა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ე.წ. ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაცია გაანიავა“.
„მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი დარღვევები ნიშნავს იმას, რომ ამ მნიშვნელოვანმა და მრავალრიცხოვანმა დარღვევებმა გავლენა შედეგზე იქონია. ის, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაცია გაანიავა და ამის შემდეგ ძალიან გაუჭირდება რაღაც მითიური რეფორმების მესამე თუ მეოთხე ტალღაზე ლაპარაკი, ეს ფაქტია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, აშშ მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ აღსრულდება ახალი კონსტიტუცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები