დავით ზალკალიანმა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართული ქვეყნების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს სათანადოდ არის დაფასებული პარტნიორების მხრიდან“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართული „მტკიცე მხარდჭერის მისიაში” მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განაცხდა.
„აღნიშნულ მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ფაქტობრივად თავსებადი და თანაწონადია ნატო-ს წევრი ქვეყნისა და ამას აღიარებენ ჩვენი პარტნიორები. მოგეხსენებათ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ და გარდა იმისა, რომ ჩვენი სამხედროები ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან გლობალური გამოწვევების წინაშე, ასევე ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუჩენთ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი, რომელის მიმართაც ნატო-ს მხრიდან მზარდი ინეტერსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები