“სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან დავინახეთ, რომ მისთვის საფრანგეთი არადემოკრატიული ქვეყანაა, ხოლო ლიეტუვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო”

რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან დავინახეთ, რომ მისთვის საფრანგეთი არადემოკრატიული, ნეპოტისტური განწყობილებებით სავსე ქვეყანაა, ხოლო ლიეტუვა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
იონათამიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან დავინახეთ, რომ მისთვის საფრანგეთი არადემოკრატიული, ნეპოტისტური განწყობილებებით სავსე ქვეყანაა, ხოლო ლიეტუვა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სახელმწიფო. სააკაშვილმა „ბრძანა“, რომ ზურაბიშვილს არჩევა მიულოცა მხოლოდ რამდენიმე საბჭოთა ლიდერმა, ხოლო „საფრანგეთი – ეს გასაგებია“. მე როგორც, რიგითი ქართველი, დიდ უხერხულობას განვიცდი ლიეტუვას პრეზიდენტის, დარია გრიბაუსკაიტეს მიმართ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად ლიეტუველების მიმართ, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ლიეტუვა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ყოველთვის მზად არის გვერდში დაგვიდგეს და მხარი დაუჭიროს საქართველოს. არის ჩვენი ქვეყნის პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა და არა მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც თუ დასჭირდა, ლიეტუვას მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყანად მოიხსენიებს და არა ევროკავშირის და ნატოს წევრ, ჩვენს სტრატეგიულ და პარტნიორ სახელმწიფოდ. უხერხულობას განვიცდი ფრანგების მიმართაც, რომ თურმე ყოფილი პრეზიდენტის აზრით, მათ შეუძლიათ ნეპოტისტური ხედვებით სუბიექტური, შერჩევითი გადაწყვეტილებების მიღება.
მე არ დავიწყებ იმ ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოთვლას, რომლებმაც მიულოცეს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა. უბრალოდ, სამწუხაროა და დამაფიქრებელი, რომ ოპონენტების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანია, რომელიც ხშირად შეიცავდა ანტისემიტურ, სექსისტურ, ზოგადად დამამცირებელ განცხადებებს, ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკურ და საუკეთესო პარტნიორებსაც შეეხო”, – წერს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები