გია აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილისგან და „ნაცმოძრაობისგან“ ანტიკონსტიტუციური განცხადებები გვესმის

ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები აღიარებულია ყველა საერაშორისო ორგანიზაციის მიერ და ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ საერთოდ არ დგას, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბაშიძე ოპოზიციის მიერ გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„ამ ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის უფლება , სიტყვის თავისუფლება გვაქვს გარანტირებული. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონმდებლობის ჩარჩოებში. ის, რაც გვესმის „ნაციონალური მოძრაობისგან“, მისი ლიდერისგან , ორჯერ საქართველოს პრეზიდენტისგან, ორჯერ საქართველოს მთავვარსარდლისგან, რომელიც ამბობს, რომ ინაუგურაციას არ დაუშვებს, განმეორდება 2003 წლის მოვლენები , ის რომ ადრე მოუწოდა პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს არ დამორჩილებოდა ხელისუფლებას , ეს უკვე არის ანტიკონსტიტუციური განცხადებები და შეიცავს გარკვეულწილად სისხლის სამართლის დანაშაულებებს .
არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო , უკანონო განცხადებების გაკეთება ,რაც მოვისმინეთ გუშინ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე. ეს საშიშია, დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესებისთვის , კი ბატონო, ვაღიარებთ ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოება, მივუთითებთ ხელისუფლებას, რომ საკონონმდებლო ხარვეზები არის საარჩევნო პროცესებში, ეს საჭიროებს გამოსწორებას. ველოდებით ამ ხარვეზების დროულ და სწორ აღმოფხვრას , წინსვლას. ჩვენთვის ახლა მთავარია სტაბილურობა“- განაცხადა გია აბაშიძემ.
აბაშიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ეს არჩევნები აღიარებულია ყველა საერაშორისო ორგანიზაციის მიერ და ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ საერთოდ არ დგას. ეს აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა, არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის NDI-მ, IRI-მ, რომლებიც პირდაპირი ტექსტით მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ აღიარონ არჩევნების შედეგები , გააგრძელონ პოლიტიკური ბრძოლა 2020 წლამდე“- განაცხადა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარების საკითხს და ოპოზიციის დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა.
„საქართევლოს პრეიზდენტის ინაუგურაცია ჩატარდა რამდენიმე სახელმწიფო, სამთავრობო ლოკაციაზე. ეს იყო, პარლამენტი ავლაბრის სასახლე. შეიძლება ეს გამოყენებული იქნეს.
ვურჩევდი ხელისფულებას, რომ არანაირად არ დაძაბონ სიტუაცია, არ შეიყვანონ ტურბულენტურ ზონაში. მშვიდობიანად, წყნარად, მაგრამ ამავე დროს კანონი აღასრულონ“- განაცხადა აბაშიძემ.
გია აბაშიძე ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასაც გამოეხმაურა, რა დროსაც უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. მისი თქმით, ეს ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით , რომ გარკვეული არეულობა მზადდებოდა.
„ის, რომ ანალიტიკოსები თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ არჩევნებამდე მოსალოდნელია გარკვეული რევოლუციური სცენარი , ეს არ ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ მონაგონ ფანტაზიებს, ეს იყო ზუსტად ის ღია, საჯარო განცხადებები, რაც ჰქონდა თავად სააკაშვილს , მის პარტიას, მისი პარტიის როგორც თავად აცხადებს რუსული კულტურის ნაწილს შკლიაროვს, ის რომ საქარველოში მოხდება ე.წ. „დემოკრატიული რევოლუცია“ , ეს რა არის სხვა თუ არა პროცესების აღრევა , არასტაბილურობის გამოწვევა. ეს ჩანს მათ განცხადებებში. მეორე- არანაკლებ საინტერესოა, ამ დროისთვის გვაქვს მწირი ინფორმაცია, მაგრამ საკმაოდ საგანგაშოა, ამას სამართალდამცველები გამოიძიებენ და სასამართლოც თავის სიტყვას იტყვის , ეს ეხება გუშინ დაკავებულებს. დღეს უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით , ერთერთი მათგანი გახლდათ რადას წევრი , რომელიც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. შეკითხვა ისმის- თუ მათ როგორც ახლობლები ამბობენ, „ჩაუდეს“ იარაღი, რატომ გარბის სასტუმროდან? ეს ყველაფერი იმაზე ეჭვებს ბადებს , რომ რაღაცა მზადდებოდა. გარკვეული არეულობა“- განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცველებმა ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
„უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლ“ის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას – გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დღის წესრიგში ტოვებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და ასევე ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
“აქციები არა მხოლოდ არ შეწყდება, არამედ გაფართოვდება, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი გახდება და 16 დეკემბერს ჩვენ მივიღებთ ერთ გადამწყვეტ დიდ აქციას”- განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები