“სააკაშვილი ყველანაირად ეცდება სიტუაციის არევას და დესტაბილიზაციას”, – ლევან მამალაძე

სააკაშვილი ყველანაირად ეცდება სიტუაციის არევას და დესტაბილიზაცის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან მამალაძე წერს. სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასე აფასებს:

„ნაციონალური მოძრაობა“ არეულობით იმუქრება და ულტიმატუმს აყენებს! რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სისტემის რეორგანიზაციას და დანაპირების შესრულებას?!

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ძალა დააფიქსირა რუსთაველზე! რამდენი კაცი გამოიყვანეს, 10-20 ათასი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აღსანიშნავია ის, რომ „ოცნების“ მმართველობის 6-წლიან პერიოდში  ოპოზიციას ამომრჩეველთა რაოდენობა გაეზარდა! ახლა ულტიმატუმის ფორმით მოითხოვენ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით და ამისთვის 800 ათასი ამომრჩევლის ხმას იშველიებენ.

 ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ადგილების ნახევრის აღება სურს. სააკაშვილი ყველანაირად ეცდება, სიტუაციის არევას და დესტაბილიზაციას. “ნაცების” მეორე ნაწილი „ოცნებასთან“ მოლაპარაკებას ამჯობინებს და ხელისუფლებას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
ეს გარემოება გასათვალისწინებელია, მაგრამ უმთავრესი არის ის, თუ რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი განახორციელოს „ოცნებისა“ და პოლიტიკური სისტემის რეორგანიზაცია, რეალურად აღადგინოს სამართლიანობა, კანონის საფუძველზე გაასამართლოს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და შეასრულოს დანაპირები ეკონომიკური და სოციალური სფეროს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით!
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებას არჩევანი ნაკლებად აქვს. მათ, როგორც ადრე, თუ მოლაპარაკება არჩიეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, დაკარგავენ დიდი რაოდენობით ამომრჩეველს, რომელთა მხარდაჭერით ამჯერად გამარჯვება მოიპოვეს. გაითვალისწინეთ, რომ სააკაშვილის საფრთხობელის გამოყენება შემდგომ არჩევნებში უკვე არაეფექტური იქნება!
P.S მიტინგზე ბევრი იყო ისეთი პიროვნება, რომლებიც იქ „ოცნებაზე“ ნაწყენობის გამო მივიდა!”, – წერს ლევან მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები