რუსეთი 2018 წლიდან ჩინეთისთვის გაზის მიწოდებას დაიწყებს

 რუსეთი ჩინეთისთვის გაზის მიწოდებას 2018 წელს დაიწყებს და წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. რუსეთმა და ჩინეთმა, რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა.
“ბი-ბი-სის” ცნობით, რუსულმა “გაზპრომმა” და ჩინურმა CNPC-მ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რუსული გაზის აღმოსავლეთის მარშრუტის გავლის გზით ჩინეთში გაყიდვის თაობაზე. ამასთან, 30-წლიანი კონტრაქტის საერთო ღირებულება 400 მილიარდი დოლარია. შეთანხმებას დღეს ჩინეთის დროით 04:00 საათზე მოეწერა ხელი. “ყველა ძირითადი საკითხი გადაწყვეტილია”, – განაცხადა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები