პრინცი ჩარლზი: პუტინი იგივეს აკეთებს, რასაც ადოლფ ჰიტლერი აკეთებდა

კანადაში ვიზიტით მყოფმა პრინცმა ჩარლზმა რუსეთსა და უკრაინას შორის, ასევე ყირიმის ანექსიაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. უელსის პრინცმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა ჰიტლერივით იქცევა და იგივეს აკეთებს, -ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი “დეილი მეილი” წერს. რუსეთის მხრიდან პრინცის სიტყვით გამოსვლას არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია. ეს ინფორმაცია “ბი-ბი-სის” მერიენ ფერგისონმა უკვე დაუდასტურა, რომელიც ჰალიფაქსის იმიგრაციის მუზეუმში პრინც ჩარლზისთვის ექსკურსიას ატარებდა. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პრესსამსახურში “დეილი მეილს” განუცხადეს, რომ პრინცის პირად საუბრებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები