2018 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,7 პროცენტი შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 6,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,1 პროცენტს შეადგენს.