გაერთიანებული ოპოზიცია 2 დეკემბერს რუსთაველზე საპროტესტო აქციას გამართავს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კვირას, 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის დამარცხებულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება. ვაშაძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ხმა გაიგოს. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ ჰყავს პრეზიდენტი და გუშინ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ის არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმაციას და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები