გრიგოლ ვაშაძე: მოვითხოვთ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს
გაერთიანებული ოპოზიციის უკვე დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მანიფესტიციას გეგმავს.
„საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი. მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოვითხოვთ, რომ ქურდული ოცნების მიერ გაგონილი იქნეს ქართველი ხალხის ხმა. ცესკო დაკომპლექტდეს უცხოელი ექსპერტებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ვამაყობდი, რომ ვარ ქართველი და ვსაუბრობ მშობლიურ ენაზე. ჩვენ ვერ წაგვართმევენ ღირსებას. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენთან არს ღმერთი“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, გრიგოლ ვაშაძემ კვირას, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მანიფესტიცია დააანონსა.