დავით სერგეენკო: ქვეყანას სჭირდება ძალ-ღონის მოკრეფა გაძლიერებისთვის, დესტაბილიზაციაზე ამდენი საუბარი არ შეიძლება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციაზე ამდენი საუბარი არ შეიძლება. მისივე თქმით, ქვეყანას ძალ-ღონის მოკრეფა სჭირდება.
„ყველანაირი ლოგიკით – ადამიანური, პოლიტიკოსის პოზიციით, ოპოზიციის, ერის და ბერის, უბრალოდ არ შეიძლება ამდენ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი და ამდენ დესტაბილიზაციაზე ოცნება. საკმარისია, უკვე დასრულდა ეს დესტაბილიზაცია და ქვეყანას სჭირდება ძალ-ღონის მოკრეფა იმისათვის, რომ განვითარდეს და გაძლიერდეს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება, ისინი გადადიან მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები