“ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სოფელ ჭანიეთში იზეიმა
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სოფელ ჭანიეთში იზეიმა.
„ეს ის სოფელია, სადაც მიხეილ სააკაშვილი პირველი ტურის შემდეგ გამარჯვებას ზეიმობდა. მეორე ტური კი, სოფელ ჭანიეთში, ისევე როგორც მთლიანად ოზურგეთში, სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგო“, – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცეს უმრავლესობის ლიდერმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძემ.