ქუთაისის 59-ე ოლქი: სალომე ზურაბიშვილმა 51,28%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 49,92% მიიღო
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
შედეგების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა 78 014-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49,92%-ს შეადგენს. მათგან 36 676 ხმა ანუ 48,72 % “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო 38 601 ხმა – 51,28% დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.
საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 17 საჩივარია შესული და ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა.
“რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ საჩივრებს, მათი შემოტანის ვადა 2 დღეა, შესაბამისად, ასეთი საჩივრების განხილვა 2 დღის შემდეგ დაიწყება, მანამ კი განვიხილავთ 17 საჩივარს, რომელიც პროცედურული ხასიათისაა და არჩევნების შედეგს ვერ შეცვლის”, – განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.