ცესკომ შედეგების 99% დათვალა: სალომე ზურაბიშვილი – 59.54%, გრიგოლ ვაშაძე – 40.46%
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 99.92% დაითვალა. დათვლილი ბიულეტენების შედეგად „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1 147 106 ხმა მიიღო (59.54 %), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 779 614 ხმა (40.46 %).