დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ლიეტუვას პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. წარმატებები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში“, – წერს „ტვიტერზე“ დალია გრიბაუსკაიტე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.54% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ –  40.46%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები