პრეზიდენტის ინაუგურაცია და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. არჩევის დღე კი კენჭისყრის დღეა.
იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს გაიმართა, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს.
ცნობისათვის, ცესკო-ს მონაცემებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნების 99.7%-ია დათვლილი. აღნიშნული მონაცემებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში 59.56 პროცენტით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.