ცესკო სამეგრელოს რეგიონის პირველად მონაცემებს აქვეყნებს
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის სამეგრელოში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
შედეგები ასე გამოიყურება:
ზუგდიდში, 53 საარჩევნო უბნიდან ამ დროისათვის დათვლილია ყველა უბანი, შედეგად სალომე ზურაბიშვილმა ხმების 50, 88 %, ხოლო ვაშაძემ 49, 12 % მიიღო.
აბაშის 24 საარჩევნო უბნიდან 17 უბნის მონაცემების მიზედვით: სალომე ზურაბიშვილმა 58.3% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 41.7%
სენაკის 43-ე საარჩევნო უბნიდან 19 უბნის მონაცემების მიხედვით სალომე ზურაბიშვილი 57.83%) გრიგოლ ვაშაძე 42.17%
მარტვლის 39 საარჩევნო უბნიდან 18 უბნის მიხედვით სალომე ზურაბიშვილი 52.66% გრიგოლ ვაშაძე 47.34%
ხობში 32 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 4 უბანი, სადაც სალომე ზურაბიშვილმა 64.21% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 35.79%
წალენჯიხაში 28-საარჩევნო უბნიდან დათვლილია 2 უბნის მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი 42.22% გრიგოლ ვაშაძე (57.78%
ჩხოროწყუში 27 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 6 უბნის მონაცემები, სადაც სალომე ზურაბიშვილი 56.74%, გრიგოლ ვაშაძე 43.26%
ფოთში 34 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 5 უბნის მონაცემები, შედეგად სალომე ზურაბიშვილმა 58.66% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ – 41.34%.