მერაბ ქვარაია: ფურცლის დაკარგვა ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას
ზუგდიდის ნომერ მეოცე უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარი ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ გააკეთა.
მისი თქმით, ერთი ფურცელი, სადაც 15 ამომრჩეველია დაფიქსირებული დაკარგვის შემთხვევაშიც ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას.
ცესკოს გადაწყვეტილებით, უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნის დახურვამდე რამდენიმე წუთი რჩება.
ხოლო რაც შეეხება, აღნიშნულ უბანზე სამართალდამცველების ყოფნას, შს სამინისტროს ცნობით, ისინი იქ სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფებიან.
ცნობისათვის, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკარგულია სამაგიდო სია.