ზესტაფონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ცოცხები, წარწერით “5”, დაკიდეს და პლაკატები “არა ნაცისტებს” და “არა ფაშისტებს” გააკრეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში, #35 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხები, წარწერით “5”, დაკიდეს და პლაკატები “არა ნაცისტებს” და “არა ფაშისტებს” გააკრეს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოუცხადეს პროტესტი იმ ძალას, რომლის ხელისუფლებაში მოსვლასაც ეწინააღმდეგებიან.
“რაღაც იმედი გაუჩნდათ “ნაცებს”, ისევ მობრუნების და მათ კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ უარს ვეუბნებით ბოროტებას”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ლევან ჭანტურიძემ.