გორში „ენმ“-iს წევრების მანქანის სანომრე ნიშნის მოპარვის ფაქტს „ოცნებაში“ არ ადასტურებენ

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, რომელიც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა, მანქანის სანომრე ნიშნები მოუხსნეს, რათა მას გადაადგილების საშუალება არ ჰქონოდა. ინციდენტი გორის 96-ე საარჩევნო უბანზე მოხდა.
ფაქტთან კავშირს არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“.
გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, მიხეილ გოგინაშვილის განცხადებით, „ენმ“-ის წევრებმა მათ ცრუ ბრალდება პროვოკაციის მიზნით წაუყენეს.
„მმართველ გუნდს ნამდვილად არ სჭირდება სანომრე ნიშნების მოხსნა. ეს „ნაციონალების“ მორიგი პროვოკაციაა“, – განაცხადა „კვირასთან“ გოგინაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შემთხვევის შესახებ შსს-ს აცნობეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. საქმე სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები