გორში #1 საარჩევნო უბანზე მოქალაქე შენიშნეს, რომელიც ხმის მიცემას მეორედ აპირებდა. ფაქტი კომისიის წევრებმა დააფიქსირეს. როგორც „კვირას“ თვითმხილველებმა განუცხადეს, შუახნის მამაკაცმა ვინაობა არ დაასახელა და უბანი მალევე დატოვა.
„როდესაც ეს მამაკაცი კომისიის წევრებმა შეამჩნიეს, ის მიხვდა და გაიქცა. რაც დავინახე, ხელში პირადობის მოწმობა ეჭირა. ჩვენ „ქართული ოცნების“ წევრები დავედევნეთ, თუმცა, ტერიტორია ისე დატოვა, ვინაობა და უბანზე მეორედ მოსვლის მიზეზი არ დაუსახელებია“, – განაცხადა „ოცნების“ მხარდამჭერმა ჟანა თამარიანმა.