ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამ დროისთვის, 11 საჩივარია დაწერილი

ქუთაისში 15 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 53 977 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34,54 %-ია და 10 ათასით აჭარბებს პირველ ტურში 15 საათის მონაცემებს.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამ დროისთვის, 11 საჩივარია დაწერილი. საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება და მათი ავტორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
​მცირე ინციდენტი ქუთაისის №101 საარჩევნო უბანზეც მოხდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნინო თვალთვაძის თქმით, მან უბანზე მყოფ ერთ-ერთ ქალბატონს ფურცლები წაართვა, სადაც მისი თქმით, მხარდამჭერთა სიები ეწერა, თუმცა მას ორმა მამაკაცმა ფურცლები სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ გამოართვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები