ახალქალაქში ამომრჩეველთა 38,38%-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა (ვიდეო)

ახალქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მე-40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ახალქალაქში რეგისტრირებული 38 077 ამომრჩევლიდან 15:00 საათის მონაცემებით, 13 052-მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 38,38%-ს შეადგენს.
​ამ დროის მონაცემებით, საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული.
კერძოდ, სოფელ კუმურდოს საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელი დაფიქსირდა რომელიც, უკანონოდ ახდენდა ამომრჩეველთა პირად მონაცემთა ვიდეო გადაღებას.
​კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პიროვნება საარჩევნო უბნიდან გააძევეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები