“ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი გურჯაანის 23-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესის ჩაშლას ცდილობდა” (ვიდეო)
უბანზე შემოვიდა აგრესიული მოქმედებებით, კომისიის თავმჯდომარე წამოაგდო სკამიდან, დაჯდა და დაიწყო პირდაპირ აგრესია, შეურაცხყოფა, ბრძანებები კომისიის მიმართ, – ამის შესახებ გურჯაანის 23-ე საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა, ლადო მუსაბლიშვილმა 23-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო პროცესის ჩაშლის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დამკვირვებელმა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, საოლქო კომისიის წარმომადგენელი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ინგა ქიტიაშვილი, კომისიის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობდა.
“შემოვიდა უბანზე აგრესიული მოქმედებებით, კომისიის თავმჯდომარე წამოაგდო სკამიდან, დაჯდა და დაიწყო პირდაპირ აგრესია, შეურაცხყოფა, ბრძანებები კომისიის მიმართ: “მე ვარ კანონი, მე რასაც გეტყვით იმას გააკეთებთ!” – ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას კომისიის წევრებზე. კომისიას სთხოვდა, ისეთი რაღაცის გაკეთებას, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული. ეს ძალიან წყნარად და მშვიდად განუმარტეს. აუხსნეს ძალიან ბევრჯერ, რომ ეს არ იყო კანონით გათვალისწინებული. ვთხოვდით, რომ წამოსულიყო და არ ჩაეშალა საარჩევნო პროცესი. მოქალაქეები ვეღარ შემოდიოდნენ, შეიქმნა აჟიოტაჟი. შემდეგ, კანონის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარემ მოიწვია კომისიის სხდომა. სრული უმრავლესობით, მოხდა ამ ქალბატონის გაძევების მხარდაჭერა, შედგა გაძევების ოქმი, რომელიც გაეცნო ამ ქალბატონს, მაგრამ მისი განცხადებით, კანონი მისთვის არაფერს არ წარმოადგენს. მან თქვა, რომ უბნიდან არ გავიდოდა და ამჟამადაც იქ ზის. მისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს დაწერილი გაძევების ოქმი. ამ დროისთვის ხელი ეშლება 23-ე უბანზე ხმის მიცემის პროცედურას. ჩვენ მოვითხოვთ, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, რომ აღდგეს ხმის მიცემის პროცესი 23-ე საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა ლადო მუსაბლიშვილმა.
https://www.youtube.com/watch?v=0qZ2ubFDyLY