გორში „ენმ“-ს წევრებმა საარჩევნო უბანზე სათვალთვალო ვიდეოკამერა თვითნებურად გადააადგილეს (ვიდეო)

ინციდენტი მოხდა გორის #71 საარჩევნო უბანზე. კომისიის თავჯდომარის ასმათ პატარაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სათვალთვალო ვიდეოკამერა თვითნებურად გადააადგილეს, რითაც უბანზე საარჩევნო ყუთის დაფიქსირებას ხელი შეუშალეს.
„კვირას“ ინფორმაციით, მომხდარის შესახებ კომისიის წევრებმა გორის 32-ე საოლქო კომისიას აცნობეს, რის შემდეგაც სიტუაციის ადგილზე შესასწავლად კომისიის თავმჯდომარე ინციდენტის უბანზე მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგებლებს კანონის სრული დაცვისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის გორის #71 საარჩევნო უბანზე სიტუაცია განმუხტულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები