გრიგოლ ვაშაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთაა, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საზოგადოებისგან მნიშვნელოვანი დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები, განსაკუთრებით პარლამენტი, დარჩეს ქუთაისში. მისივე თქმით, ეს ქალაქი სწორედ პარლამენტისთვისაა შექმნილი.
„საპრეზიდენტო არჩევნები, ფაქტობრივად, გადაიქცა რეფერენდუმად იმაზე, რა მომავალი ელოდება საქართველოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქის დავალებაა, ყველაფერთან ერთად, დავამთავროთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, რომ ჩვენთან არავინ ბოროტად არ გამოიყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანა დაადგეს ისევ განვითარების გზას.
ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები, განსაკუთრებით პარლამენტი, დარჩეს ქუთაისში. ეს არ არის მარტო ქუთაისელების და თქვენი მონა-მორჩილის აზრი, ამაზე თბილისშიც ბევრი ადამიანი საუბრობს, გურიაშიც და სამეგრელოშიც, რადგან ეს ქალაქი, მართლაც, ამისთვის არის შექმნილი“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები