შავლეგო ტაბატაძე: დღეს, მე ხმა მივეცი საქართველოს ღირსეულ მომავალს

იმერეთში, საჩხერის მესამე საარჩევნო უბანზე სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, არჩევანი საქართველოს ღირსეულ მომავალზე გააკეთა.
“დღეს მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, კეთილდღეობასა და ღირსეულ მომავალს. გავაკეთე არჩევანი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი შვილების უკეთეს ხვალინდელ დღეზე და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. ყველას მოქალაქეობრივი ვალია, მივიდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი”,- განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები