ანაკლიაში დათა ახალაიას ყოფილ მრჩეველ გივი ბულიას ამომრჩევლების დაშინებაში ადანაშაულებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას მრჩეველი და მისი თანამოაზრე, აფხაზეთიდან დევნილი გივი ბულია აქტიურობს. მას ოპოზიციის სასარგებლოდ ხმის მისაცემად, მოქალაქეები საარჩევნო უბნებამდე გადაჰყავს.
როგორც ადგილიდან “კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, ახალაიას ყოფილი მრჩევლის მხრიდან ადგილი აქვს მოქალაქეების დაშინებასაც. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სოფელში, მერიის წარმომადგენელს, გელა ლემონჯავასაც.
„კვირას“ ჟურნალისტმა ანაკლიაში გადაიღო გივი ბულიას ავტომობილი. ის ნისანის მარკის ავტომანქანით, სახ. ნომრით AD 424 DA, გადაადგილდება.
ბაჩო ახალაიას გუნდის წევრები ამ წუთებში ორსანტიაში იკრიბებიან.